ლონდონში, 1889 წლის 16 აპლირლს, გაჩნდა ბიჭუნა... ზუსტად ამ დღეს მოევლინა სამყაროს “კინოს უფლისწული”, გენიოსი ჩარლი ჩაპლინი.
ის დაიბადა ხელოვანთა ოჯახში. მისი მშობლები მსახიობები იყვნენ. თუ გადავხედავხედავთ მისი ბავშვობის ისტორიას, მის ადგილას არავინ ინატრებდა ყოფნას, განსხვავებით ახალგაზრდობის ისტორიისა.
ჩაპლინის მოგონებებიდან:
“როცა სამწლინახევრის ვიყავი, თავი ყოვლის შემძლე მეგონა. თუკი ჩემზე ოთხი წლით უფროს სიდნეის შეეძლო მონეტის გადაყლაპვა და შემდეგ მისი კეფიდან ამოძრობა – მე ვითომ რითი ვიყავი მასზე ნაკლები! ავდექი და მართლაც გადავყლაპე ნახევარკაპიკიანი. დედაჩემი იძულებული გახდა ექიმი გამოეძახა.”
ჩარლის ცხოვრებას ყოველთვის ახლდა მცირეოდენი წარმატებები. ჩარლი ინგლისელი პუბლიკის წინაშე, პირველდ ხუთი წლის ასაკში წარსდგა. შემთხვევის წყალობით, მან სცენაზე დედამისი – ლილი ჰარლი შეცვალა. ჩარლისთვის ეს იყო სცენაზე დგომის პირველი დღე, ლილი ჰარლისთვის კი, უკანასკნელი.
ჩარლის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ჩარლის უფროსმა ძმამ, გაზეთების დამტარებლად სამუშაო იშოვა. სწორედ სიდნეიმ იპოვა დიდი ფული ტრანსპორტში. ჩარლი მთელი ცხოვრება იხსენებდა იმ მომენტს, როდესაც დედამ ნაპოვნი საფულე გახსნა და იქიდან ოქროს ფულები გადმოცვივდა. ეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში. სწორედ ამ ფულის წყალობით, ჩარლი იმავე ზაფხულს ზღვაზე გაემგზავრა, ზღვაზე, რომლის ნახვაც ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. გაჭირვების გამო ჩარლის და მის ძმას თავშესაფარშიც კი უხდებოდათ ცხოვრება. ჩარლი არასდროს არ ნებდებოდა ცხოვრებას, ის თვლიდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ მისი დუხჭირი, ავად მოსაგონარი ცხოვრება წარსულში დარჩა.
გავიდა ხანი და პატარა, მშიერი, დაძონძილი, უსახლკარო ბიჭუნა “კინოს უფლისწულად” იქცა. გენიალური ჩარლი, გენიალურ ფილმებს იღებდა. ჩარლის ფილმების ნახვისას, მიღებული სიამოვნება, ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიყვება. ჩარლიმ მისი გამოგონილი პერსონაჟი “მაწანწალა”, ყველა ადამიანიური თვისებებით შემოსა და გენიალურობამდე აიყვანა. მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ფილმებს ერთი ამოსუნთქვით იღებდა და პერიოდი, როცა არანაირი იდეა არ გააჩნდა. ფილმი “ბიჭუნას” გადაღებამდეც ასე იყო. მსახიობებს სულ ტყუილად დაატარებდა სტუდიაში ვითომ რეპეტიციაზე, სინამდვილეში კი უბრალოდ საუბრობდნენ. დიადი შემთხვევის გამო, ერთ-ერთი თეატრის სცენაზე ჩარლიმ პატარა ბიჭი “ჯეკი კუგანი” ნახა. სწორედ ამ შემთხვევამ დაბადა იდეა ფილმისა “ბიჭუნა”. სანამ ჩარლი ფილმის სიუჟეტზე მუშაობდა, მდივანმა აცნობა, რომ “ჯეკ კუგანი” სხვა რეჯისორმა აიყვანა. ამის გამგონე ჩარლი ძლიერ დაღონდა, მაგრამ ბედმა აქაც გაუღიმა, “ჯეკ კუგანი” “ჯეკი კუგანის” მამა აღმოჩნდა. და შეიქმნა კიდევ ერთი გენიალური ფილმი “ბიჭუნა”.
ჩარლის ერთი შეხედვით მხიარული და ამავდროულად სევდიანი ფილმები ყოველთვის “Happy End”-ით მთავრდება. ამაშიც მისი ძლიერი პიროვნება ვლინდება, რომ ბოროტს ადრე თუ გვიან ძლევს კეთილი.
1928 წელს “დიადი მუნჯი” ალაპარაკდა, ძმებმა უორნერებმა პირველი ხმოვანი ფილმი გადაიღეს. ეს იყო XX საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევა. მთელი მსოფლიო ხმოვან კინოზე გადაერთო.
1931 წელს სამწლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, გამოდის ჩარლის ახალი ფილმი შედევრი (რომელიც 2 მილიონი გირვანქა დაჯდა) “დიდი ქალაქის ჩირაღდნები”. ჩარლი ქირაობს დარბაზს, სადაც ათას კაცზე მეტი ეტევა და ბილეთის ფასს 50 ცენტიდან 1.15 დოლარამდე ადებს. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, მაშინ როცა, ხმოვანი კინოს დარბაზებში სადაც სამიათას კაცზე მეტი ეტევა, ბილეთის ფასი მაქსიმუმ 80 ცენტია და მინიმუმ 30. მიუხედავად ამისა ჩარლის ფილმს თვეში 80 000 დოლარი მოგება შემოქონდა, ხოლო სხვა კინოთეატრებს კი 32 000 დოლარი. დაახლოებით ექვს თვეში, ჩარლის ფილმმა სუფთად 400 000 დოლარის მოგება მოიტანა. ამ ფილმით ჩარლიმ დაამტკიცა, რომ ხელოვნებაში დოგმები არ არსებობს. ჩარლი პირად სასიყვარულო ურთიერთობებზე ძალიან ცოტას საუბრობდა. ჩარლის უამრავი ქალი ეთაყვანებოდა, მისი პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ჩარლის ოჯახური ბედნიერება უნასთან შედგა, ეს იყო მისი ბოლო ქორწინება. ამერიკაში ცხოვრებისას ბევრმა არც კი იცოდა მისი ინგლისური წარმომავლობის შესახებ. მისივე თქმით, ის პატრიოტი არასოდეს ყოფილა, თუმცა ინგლისი ნამდვილად უყვარდა. ჩაპლინი საკმაოდ მორცხვი და ამვე დროს პრინციპული იყო. ერთ-ერთი კინოს ერთ-ერთმა დირექტორმა ჩარლიზე თქვა : “ ჩარლი ბიზნესმენი არ არის, მაგრამ ყოველთვის იმდენს იღებს რამდენიც ეკუთვნისო”.
ჩარლის თვალებში, ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და სიბერეში ყოველთვის ამოიკითხავდით დიდ გულისტკივილს. ის არასდროს არ ცდილობდა ვინმეზე ზევით დადგომას. ჩარლი გამორჩეულად ვერ იტანდა მარტოობას, მაგრამ ყოველთვის პოულობდა გამოსავალს აქედან.
სახელი ჩარლი ჩაპლინის გაგონებაზე ყველა, ყველგან და ყოველთვის ერთ აზრამდე მიდის, რომ ის უბრალოდ ბუმბერაზი ადამიანი იყო.
ჩარლი ამბობდა : “ადამიანს შეიძლება გაჭირვება შეხვდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მე ეს ბავშვობაში შემხვდა და ამისთვის ღმერთს დიდ მადლოაბს ვუხდიო”.
1977 წლის 25 დეკემბერს 88 წლის ასაკში გენიალური ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა. მან ქვეყანა დატოვა მხოლოდ ფიზიკურად, რადგან ჩარლი დღემდე რჩება ცოცხალი მის გენიალურ ფილმებში.
c’est la vie - ეს იყო ჩარლის უსაყვარლესი ფრაზა “ასეთია ცხოვრება.”

No comments:
Post a Comment